ვერტიკალური ბოსტანი – ბინებში

Nutritower – ვერტიკალური ჰიდროპონიკური მოწყობილობაა, თანამედროვე დიზაინით და განკუთვნილია მცირე ფართობის ბინაში სახლის „ბოსტნის“ შესაქმნელად.

კომპაქტური სისტემის დახმარებით, შესაძლებელია ერთდროულად 48-მდე მცენარის გახარება. ეს არის მარტივი ხერხი – მთელი წლის განმავლობაში, ოჯახისთვის საჭირო ახალი ბოსტნეულის (მწვანილის…) მოყვანისთვის.

პროექტის ავტორები აქცენტს ახალ საკვებზე აკეთებენ, მათი თქმით მცენარეები მეურნეობიდან – სამზრეულომდე უკვე კარგავენ, მრავალ სასარგებლო და ფასეულ თვისებას, ხოლო ვერტიკალური „ბოსტნის“ შემთხვევაში, კულტურას ყველაფერი შენარჩუნებული აქვს.

Nutritower – პირდაპირ სამზარეულოშია, არსად გჭირდებათ გასვლა, შესანიშნავია დეკორატიული თვალსაზრისით და გარდა ამისა მცირდება СО2-იც.

როგორ მუშაობს?

ბოსტნეულის მოყვანა ხდება ჰიდროპონიკის მეთოდით, ეს ნიშნავს მცენარის გამოზრდას წყლით (სითხით) მიწის გარეშე. მცენარეს მიეცემა ზუსტად იმ რაოდენობის საკვები ელემენტები რაც მას სჭირდება, იგი გაიზრდება იმდენად ჯანსაღი რამდენადაც ჯიში აძლევს ამის საშუალებას.

მოკლედ Nutritower ეს არის ქალაქის ტიპის დასახლებაში კვების ახლებური გააზრება.

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულება.

binis_bostani_te_454445059568775559

თქვენი რეკლამა