
მილიარდობით ადამიანს, სამუშაო ადგილზე სითბური სტრესის საფრთხისგან უკეთესი დაცვა სჭირდება.
„სამუშაო ადგილზე სითბური სტრესი გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად იქცა, რომელიც, როგორც ევროპაში ბოლო დროს სიცხეები აჩვენებს, აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ეკვატორთან უფრო ახლოს მდებარე ქვეყნებით“, – აცხადებს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე კო ბარეტი.
მსოფლიო მასშტაბით მილიარდობით მუშაკს სითბური სტრესისგან უკეთესი დაცვა სჭირდება, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ახალ ანგარიშში.
ექსპერტები პრობლემის აქტუალურობას აღნიშნავენ ანომალიური სიცხის პერიოდების მზარდი სიხშირისა და ინტენსივობის ფონზე. სამუშაო ადგილზე ორ მილიარდ ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის ამ მდგომარეობას. ეს მსოფლიოს მთელი მომუშავე მოსახლეობის 71%-ს შეადგენს.
რიუდიგერ კრეჩი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და მიგრაციის დირექტორი: „არავინ არ უნდა წავიდეს თირკმლის უკმარისობის ან სხვა ჯანმრთელობისთვის საშიში მდგომარეობების მიღების რისკზე, მხოლოდ იმისთვის, რომ საარსებო წყარო ჰქონდეს. პერსონალის სიცხისგან დაცვა სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. საქმე მხოლოდ ტემპერატურას არ ეხება, საქმე უთანასწორობაშია. ყველაზე ღარიბი მუშები კლიმატის კრიზისის წინა ხაზზე არიან“.
ტემპერატურის მატების ჯანმრთელობაზე ზემოქმედება განსაკუთრებით იგრძნობა იმ ადამანებზე, რომლებიც ფიზიკურად შრომობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და თევზჭერა.
ექსპერტების შეფასებით, სამუშაო ადგილზე ჭარბი სიცხე ყოველწლიურად 22 მილიონზე მეტ დაზიანებას და თითქმის 19 000 სიკვდილს იწვევს. 20°C-ზე მაღალი ტემპერატურის ყოველი გრადუსით, პროდუქტიულობა 2-3%-ით მცირდება.
ამ ტენდენციების წინააღმდეგ საბრძოლველად, ანგარიშიი ავტორები ადგილობრივ ხელისუფლებებს მოუწოდებენ, შეიმუშაონ და განახორციელონ სამოქმედო გეგმები სითბური საფრთხეებისგან დასაცავად, ინდუსტრიისა და რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინებით.
ჯანმო ასევე რეკომენდაციას უწევს დამსაქმებლებისა და პერსონალის მომზადებას სითბური დარტყმის სიმპტომების ამოცნობის და დაზარალებულებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის საკითხებში.
„სამუშაო ადგილზე სითბური სტრესი გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად იქცა, რომელიც, როგორც ევროპაში ბოლო დროს მომხდარი სიცხის ტალღა აჩვენებს, აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ეკვატორთან უფრო ახლოს მდებარე ქვეყნებით“, – განაცხადა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ კო ბარეტმა. „მუშაკთა სითბური სტრესისგან დაცვა არა მხოლოდ ჯანმრთელობის მოთხოვნაა, არამედ ეკონომიკური აუცილებლობაც“.
ამ ზაფხულს ევროპაში განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, პორტუგალია, საბერძნეთი და ესპანეთი, ტემპერატურა რეგულარულად 400C აღწევს. ტემპერატურის მკვეთრმა მატებამ სამხრეთ ევროპაში დამანგრეველი ხანძრები გამოიწვია, ესპანეთსა და პორტუგალიაში კი ხანძრების ერთ-ერთი ყველაზე უარესი სეზონია.
წყარო: DW