სიკეთის სახლი – საქველმოქმედო პროექტი საქართველოსთვის

ბევრ ჩვენგანს სახლში უამრავი რამ აქვს, რაც აღარ სჭირდება, მათ შორის ტანსაცმელი, ჭურჭელი, წიგნები, სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო, საკანცელარიო და ა.შ. ნივთები. გარდა ამისა არიან ადამიანები, რომლებსაც გაჭირვებული თანამოქალაქეების დახმარება უნდათ და შეუძლიათ.

ამიტომ თბილისის მერიას (ასევე სხვა ქალაქების მერებს), მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, ვთავაზობთ პროექტს „სიკეთის სახლი“.

ეს იქნება ადგილი სადაც ერთის მხრივ მოქალაქეები მიიტანენ, მათთვის არასაჭირო და გამოსადეგ ნივთებს, ხოლო მეორეს მხრივ გაჭირვებულ მოქალაქეებს დაურიგდებათ მათთვის საჭირო და აუცილებელი ნივთები.

ეს პროექტი იქნება საზოგადოებრივი ერთიანობის, ერთმანეთზე ზრუნვის და სოციალური ფენების დაახლოების საუკეთესო საშუალება.

პროექტის განსახორციელებლად მერიამ (ან სხვა დაინტერესებულმა მხარემ) უნდა გამოყოს, ფართი და კიდევ გარკვეული მცირე ფინანსური უზრუნველყოფა, მომუშავე პერსონალისთვის. რომელიმე საზოგადოებაში პოპულარულმა (არაპოლიტიკურმა) ორგანიზაციამ უნდა აიღოს თავისთავზე პროექტის კორდინაცია.

დაინტერესების შემთხვევაში მოგაწვდით პროექტის სრულ ალგორითმს!

პატივისცემით agrokavkaz.ge-ს რედაქცია

ბაღების დაფინანსება