2016 წლის 4 იანვრიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების ერთიანი საინფორმაციო სამსახური – ცხელი ხაზი ამოქმედდა.
საინფორმაციო სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების პროექტების თუ საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
ცხელი ხაზის ნომერია: 247 01 01.
საინფორმაციო სამსახური იმუშავებს ყოველდღე (შაბათ-კვირის ჩათვლით) 09:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე.