რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო (ექსტენციის) სამსახურები

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული სიახლეებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ საქართველოს ფერმერთა და აგრომეწარმეთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ერთიანი საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემა ჩამოყალიბდა.

მიზანი:

  • აგრარულ სფეროში საბაზისო და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება;
  • ფერმერთა ცოდნის ამაღლება და ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო საექსტენციო მომსახურება.

საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები ფუნქციონირებს.

საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მართვის ეფექტიანად ფუნქციონირების მიზნით ქვეყნის მასშტაბით რვა მუნიციპალიტეტში შეიქმნა რეგიონული სამმართველოები, რომლებიც კორდინაციას უწევენ როგორც რეგიონში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყების ტერიტორიული სამსახურების საქმიანობას.

საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ძირითადი ფუნქციები:

  • სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოებისა და მომსახურების შესაძლებლობების გაზრდა, მათი განვითარებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის, დარგის განვითარების სტრატეგიისა და მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება;
  • სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ინფორმირება;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული მოსახლეობის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • სასოფლო-სამეურნეო მონაცემთა ბაზის შექმნა;
  • მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებზე, მოსავლის აღებისა და აღებული მოსავლის შენახვის პირობებსა და ვადებზე, მექანიზაციის რაციონალურ გამოყენებაზე კონსულტაციების გაწევა;
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანება-მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;
  • ბაზარზე არსებული სათესლე და სარგავი მასალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მათი სპეციფიკაციის მიხედვით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა;
  • ბაზარზე არსებული მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დაინტერესებული პირებისათვის მათი გამოყენების მართებული მეთოდების შეთავაზება;
  • ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია მათი დანერგვის მიზნით;
  • საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციის გაწევა;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო (ექსტენციის) სამსახურები

  • ქვემო ქართლის რეგიონული სამსახური

მის: ქ. მარნეული, ნარიმანოვის ქ.11 (ახალი ოფისი)
სამსახურის უფროსი – გერონტი სივსივაძე 595 77 47 73; 595 22 42 12;

  • შიდა ქართლის რეგიონული სამსახური

მის: ქ. გორი, სტალინის გამზ.#16
სამსახურის უფროსი – მამუკა ლომსაძე 591 19 29 14;

  • კახეთის რეგიონული სამსახური

მის: ქ. თელავი, ერეკლე მე-2-ეს გამზ. #16
სამსახურის უფროსი – ზურაბ წიგნაძე (მ/შ) 551 78 18 87;

  • სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახური

მის: ქ. ახალციხე, კეცხოველის ქ. #6
სამსახურის უფროსი – ნანა ზუბაშვილი 595 45 19 11;

  • მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახური

მის: ქ. მცხეთა, აღმაშენებლის ქ.#73
სამსახურის უფროსი – ნიკოლოზ კიკნაველიძე 595 85 83 89; 599 01 03 78;

  • იმერეთის რეგიონული სამსახური

მის: ქ.ზესტაფონი, წერეთლის ქ.#11
სამსახურის უფროსი – რუსუდან ძიძიშვილი 599 70 74 42; 95 30 17 07;

  • სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონული სამსახური

მის: ქ.ზუგდიდი, რუსთაველის ქ.#79
სამსახურის უფროსი – ანგული მიქავა (მ/შ) 595 85 83 93; 555 03 02 55;

  • რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახური

მის: ქ. ამბროლაური, თამარ მეფის ქ.#1
სამსახურის უფროსი – ანა კანთელაძე 595 05 48 88;

  • გურიის რეგიონული სამსახური

მის: ქ. ოზურგეთი, მ.კოსტავას ქ.#1
სამსახურის უფროსი – კონსტანტინე სარიშვილი 599 92 75 11;

თქვენი რეკლამა