არ ვარ უცხოდ თქვეთან, მაგრამ ჯობია საჯაროდ დავწერო ჩემი აზრი ვიდრე პირადში “ვიბაზროთ”.
მე არ მიტყდება ის რომ გლეხი/ფერმერი ვარ, გლეხის ოჯახში დავიბადე და სოფლის მეურნეობა ჩემი არჩევანია. ზოგადსაკაცობრიო პროფესიას: იურისტობას, ან თუნდაც ეკონომისტობას, კონკრეტული საქმის კეთება ვარჩიე, რომელსაც ლაყაფი ნაკლები და საქმის კეთება, გამართლება და დაკვირვება მეტი უნდა!
ჩემი თქვენდამი ძალიან პატივისცემის მიუხედავად, მინდა გითხრათ რომ თქვენს მიერ დღეს გამოქვეყნებულ ციფრებში, სადაც შვეიცარიის განვითარების დონეზე ვერავინ ვიდავებთ, ამ ქვეყანას ოდენ 0.7% აქვს სოფლის მეურნეობა, და ჩვენ 9.0%.
საწუხარია რა თქმა უნდა მაგრამ მოდი ნუ დაივიწყებთ რომ ეგ პატიოსანი ევროპული ქვეყანა თავის სოფლის მეურნეობაში სუბსიდიას (რომელსაც თქვენც იცით რომ მე კატეგორიულად არ ვემხრობი) 4 მილიარდ აშშ დოლარის ოდენობით გასცემს… მაშ რატომ არ ეშვებიან ამ სოფლის მეურნეობას ეს ხალხი საერთოდ? რად არ გიჩნდებათ კითხვა?! თუ კითხეთ უკვე? მაშინ რა გიპასუხეს?
დავიჯერო ბოლის ქვეშ უნდა ვიყო მაინდამაინც რომ ვიფიქრო ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ადამიანებს ჭამა სჭირდებათ ყოველდღე, და ვიღაცამ უნდა აწარმოოს რამე?!
ირლანდია რომელიც 4.5 მილიონი მოსახლეა, 8 მილიონი ძროხა და 5 მილიონი ცხვარი ჰყავთ, წელიწადში 11 მილიარდი ევროს ოდენობის ექსპორტს ახორციელებს ევროკავშირში და ევროკავშირიდან ყოველწელს 2 მილიარდის ევროს სუბსიდიას იღებენ ფერმერებისთვის, მაშ ეგენი აჯმები არიან და ჩვენ გენიოსები რო მივაგენით ერის კეთილდღეოების ფორმულას?!
—
აქვე მინდა ავღნიშნო რომ თქვენ, ვერცერთი ვერ დამისახელებთ იმაზე მეტ არგუმენტს თუ შეცდომას რისთვისაც დღევანდელ ფერმერებს/გლეხებს გააკრიტიკებთ, რამდენიც მე შემიძლია. აეგრე დილიდან საღამომდე დადექით და მარტო ჩაიწერეთ უბის წიგნაკში და მერე განაცხადეთ ხოლმე, უფრო რეალობასთან ახლოს იქნება მერე თქვენი გულისწუხილი, და არა ისე როგორც ახლა, უბრალოდ ფრაზას ამბობთ და არც გაქვთ წესიერად გააზრებული.
მეტსაც გეტყვით, საქართველოში სულ 100 კაცი არ მოიპოვება ვისაც მართლა შეილება გლეხი ან ფერმერი უწოდო, უცოდნრობის ზეიმია და რატო არ ამბობთ არაფერს ამ ადამაინებს თუ შეიძლება რამით დავეხმაროთ? თუ ის უფრო ადვილია რაც ნაციონალების პოლიტიკა იყო, რომ სახლში გაეშვათ ყველა? მიეცით ვინმემ შანსი ამ ადამიანებს?
ვინ ვინ და ყველაზე მეტად დატანჯული მე ვარ ამ სფეროში კადრების სიმცირით და ადამიანური რესურსების პრობლემით, მაგრამ ხელის კვრა არ გამოვა ამ ხალხის, ეტაპობრივად შეილება დაიცალოს სოფლებიც, და ხალხიც ქალაქებში გასახლდნენ, იქ იპოვონ სამუშაო, მაგრამ ფორსირება ამისი არ გამოვა!
პირიქით: აი რა მოხდება მეცხვარეები რომ შინ გალალოთ: – დაახლოებით 20 000 მდე ადამიანია დღეს მეცხავრეობაში ჩართული, მაგრამ ამის ნახევარმა არ იცის წერა და კითხვა! დიახ წერა და კითხვა, და ამ ხალხისთვის ბუღალტრად გადამზადების კურსს გახსნით თუ ინგლისურში დაახელოვნებთ? ვერა ბატონებო და თქვენ მიიღებთ უბრალოდ კრიმინალებს, რომლესაც ოჯახის რჩენის მიზნით ვერაფერზე დაახევინებთ უკან!
—-
და ბოლოს,
მე მიტყდება კაიფში დარჩენილი ახალგაზრდობა, რომელსაც არც მაგალითის მიმცემი ჰყავს ვინმე და არც მთქმელი რო იშრომონ და არა მოწიონ! (დეკრიმინალიზაციის მომხრე ვარ, ლეგალიზების – არა!)
მიტყდება, რომ განათლებული ხალხისთვის მიწევს ძალიან ელემენტარული ჭეშმარიტების ახსნა: ნუ მაყენებ შეურაცხყოფას, მე შენთვის არასდროს მომიყენებია!
მიტყდება, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას და ძალას არ ყავს კომპეტენტური ხალხი, ფერმერები თავიანთ გვერდით, ვისაც რეალურად შეუძლია მათ რამე ასწავლონ, აუხსნან და ამის ნაცვლად ყველა უბრალოდ იცილებს სოფლის მეურნეობის საკითხებს ორი მეთოდით:
– უგულვებელყოფს მას, თავისტკივილის ასაშორებლად, როგორც თქვენ აკეთებთ ან ნაცები ამას აკეთებდით;
– ასუბსიდირებენ მას, ხალხის ჩასაჩუმებლად, როგორც ეს ქართულმა ოცნებამ დაიწყო!
ხო მართლა… შვეიცარიის პარლამენტში 15 წევრი ოფიციალურად ფერმერია, ისე კი არა ჩვენთან როა, არცერთ დეპუტატს არ აქვს არანაირი გამოცდილება ფერმერობაში, ზოგიც რო ხდება მერე ეპოტინება ვითომ რაღაცას…
ჩემთვის ყველა ფერმერი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ვინც ამდენ ქარტეხილებს უძლებს, არის გმირი!!! საუკეთესონი კი თავისთავად გადაირჩევა და დარწმუნებული ვარ 15-20 წელში ამ თემაზე გნიასი დასრულდება!
ღრმა პატივისცემით, ქიზიყელი გლეხი – ბექა გონაშვილი / Beka Gonashvili
წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე – ბექა გონაშვილი.