ლობიოს სამი ჯიშის M7 თაობის მუტანტური ხაზების ბიო-სამეურნეო მახასიათებლების აღწერა

ლობიო, კვლევა

2024 წელს სამეცნიერო კვლევით მიზანს წარმოადგენდა ლობიოს სამი ჯიშის M7 თაობის მუტანტების მიღება, შესწავლა და საუკეთესოთა გამორჩევა. კვლევა მიმდინარეობდა  ლობიოს 3 ჯიშის: „კუტი საპარკე“, „გურული“ და „ჯუმი“ ს სათესლე მასალაზე.

გაზაფხულზე, წილკნის საცდელ ბაზაზე დაითესა 2023 წელს მიღებული და შესასწავლად გამორჩეული მეექვსე თაობის სათესლე მასალის რამდენიმე ნიმუში ძირითადად 15; 20; 25 და 30 გრეის დოზით დასხივებულნი.

ლობიოს საკვლევ მასალაზე სისტემატურად ხორციელდებოდა ფენოლოგიური დაკვირვებები სხვადასხვა ფაზების განვითარებაზე, ხოლო მიღებული  მასალა კი დამუშავდა UPOV ის დესკრიპტორების მიხედვით.

ცხრილ #1 ში მოცემულია ლობიოს ჯიშ „კუტი საპარკე“-ს მეშვიდე თაობის გამორჩეული გასაშუალოებული ძირითადი ბიოლოგიურ-სამეურნეო მონაცემები.

ლობიო, კვლევა

როგორც ცხრილ #1 დან ჩანს ორი გამორჩეული მუტანტური ხაზების მონაცემები, რომლებიც აჭარბებენ საკონტროლო ნიმუშის მონაცემებს. ვინაიდან აღნიშნული ჯიში საპარკე მიმართულებისაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარკების რაოდენობა და მწვანე პარკის ხარისხი, ამ თვალსაზრისით საინტერესოა 9/1 ის ფორმა, რომელიც პარკების რაოდენობით აჭარბებს 100 % ით სტანდარტს, ხოლო ერთი მცენარის მარცვლის რაოდენობითა  და  ერთი მცენარის მარცვლის წონით, შესაბამისად 79 % და 81 % ით.

საინტერესო აღინიშნოს ფორმა 10/1, რომელიც პარკების რაოდენობით, ერთ მცენარეზე მარცვლის რაოდენობითა და ერთ მცენარეზე მარცვლის წონით აჭარბებენ სტანდარტს შესაბამისად 33%, 15% და 22 % ით.

აღნიშნული ფორმა, ასევე გამორჩევა მარცვლის შეფერილობითაც, რომელიც შედარებით ღია და დაწინწკლული შეფერილობისაა.

ლობიო, კვლევა

ლობიო, კვლევა

როგორც ცხრილი0დან #2 ჩანს ლობიოს ჯიშ „გურულის“  მეშვიდე თაობის მუტანტური 5 ხაზიდან, თვალნათლივ გამოირჩევიან საკონტროლოსთან შედარებით, ძირითადი პარამეტრების მიხედვით. ასე მაგალითად: ფორმა #2/1 პარკების რაოდენობით, ერთ მცენარეზე მარცვლების რაოდენობითა და ერთი მცენარის მარცვლის წონით საკმაოდ აჭარბებს სტანდარტს შესაბამისად 116%, 127% და 154 % ით. სხვა დანარჩენი ჯიშ „გურული“ ს ფორმებიც აჭარბებენ სტანდარტს ერთი მცენარის მარცვლის რაოდენობითა და ერთი მცენარის მარცვლის წონით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯიში „გურული“ აღმოჩნდა საკმაოდ მგრძნობიარე მარცვლის შეფერილობის მიმართ და მიღებულია განმაცვიფრებელი ფერთა სპექტრი. იხ. ფოტოები:

ლობიო, კვლევა

ლობიო, კვლევა

როგორც ცხრილ #3  დან ჩანს ლობიოს ჯიშ „ჯუმი“ ის ორი გამორჩეული ნიმუში დადებითი მონაცემებით გამოირჩევიან საკონტროლო ნიმუშისგან, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ნიმუში 13/3, როდესაც მცენარეზე პარკების რაოდენობით 100 % ით, მცენარეზე მარცვლების რაოდენობით 78 % ით და მცენარის მარცვლის წონით 91 % ით აჭარბებს საკონტროლო ნიმუშს.

ს/მ დოქტორი გიორგი ბადრიშვილი, პროფესორი თინათინ დარსაველიძე, სპეციალისტი თეონა ვახტანგაძე.

თქვენი რეკლამა