
ესპანური კომპანია Eco motor electric ქმნის ელექტრო ენერგიაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებს და ელექტრო-მექანიკური მოწყობილობებს.
ესპანელები მას „მომავლის მწვანე ტრაქტორს“ უწოდებენ, ეს პირველი სამუშაო ტექნიკაა-სოფლის მეურნეობისთვის, რომელიც 100%-ით მუშაობს განახლებადი ენერგიის წყაროებზე.
Ecocultor Vilo არის მოტობლოკი, რომელიც იდეალურად მიესადაგება მიწის დამუშავებას – ბიო პროდუქტის წარმოებისთვის.
გარდა ამის მოტობლოკს შეიძლება დაემატოს მისაბმელი ადამიანის, მასალის, პროდუქტის და ა.შ ტრანსპორტირებისთვის.
ამ კომპანიის ტექნიკა ეყრდნობა ეფექტურ ელექტროძრავებს, რომლებიც კვების წყაროდ იყენებენ-ფოტოელექტრო პანელების, მზის ბატარეების, ქარის ტურბინების გამომუშავებულ ენერგიას და ჩვეულებრივი ქსელის დენს.
Ecocultor Vilo კარგია ეკოლოგიურად სუფთა წარმოებისთვის, როგორც ღია გრუნტზე სამუშაოდ ასევე სათბურებში, რადგან არ აქვს გამონაბოლქვი!
Ecocultor Vilo სიმძლავრე 5 ცხენის ძალა აქვს, თუმცა კომპანია Eco motor electric აცხადებს, რომ დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია სიმძლავრის 200 ცხენის ძალამდე გაზრდა.
საქართველოშიც გვინდა ესეთი მოტობლოკები!