AuroraEnergy – მზის ტენტები ერთდროულად 2 სასარგებლო ფუნქციას ასრულებს: ერთის მხრივ იცავენ მზისგან და ინურჩუნებენ სიგრილეს ობიექტისთვის, მეორეს მხრივ აგროვებენ მზის სხივებს და გარდაქმნიან მათ ენერგიად.
ერთი 530х350 სმ. ზომის ტენტი, აწარმოებს 1 კვტ-ზე მეტ ელექტრო ენერგიას, მაღალი ღრუბლიანობის პირობებშიც კი.
მზის ენერგეტიკის სფეროში, ორი წამყვანი იტალიური კომპანია Frama და KFEnergy, გაერთიანდნენ სფეროში ნოვაციური მიდგომის შესამუშავებლად და განსახორციელებლად. ასე შეიქმნა სტარტაპი- AuroraEnergy.
ამ სტარტაპის პირველი პროექტია, ენერგოეფექტური ტენტები – დრეკადი (მოქნილი), ამორფული სილიციუმის უჯრედებისგან დამზადებული მზის პანელებით.
მოსალოდნელია რომ ამგვარი მზის ტენტები, დიდი პოპულარობით ისარგებლებენ მცირე და საშუალო ზომის კაფეების (საზაფხულო კვების ობიექტების, პლიაჟის კაფეების და სხვა) მეპატრონეებში.
AuroraEnergy – მზის ტენტები, ახალი სიტყვაა მზის ელემენტების გამოყენების სფეროში.