ამსტერდამში პროდუქტი ელექტრო ველოსიპედებით მიაქვთ

ამსტერდამულმა კომპანიამ Foodlogica-მ, კვების პროდუქტებით კაფეების, რესტორნების და საზოგადოებრივი კვების ობოექტების მომარაგების, ახალი სატრანსპორტო სისტემა დანერგა.

ეკოლოგიური სატრანსპორტო სისტემის მთავარი გამორჩეული ნიშანი ის არის რომ, პროდუქტის მიტანა ხდება ელექტრო ველოსიპედებით, რომლებიც ელექტრო ენრგიას მზის ბატარეებით გამოიმუშავებენ.

ამგვარად მომარაგების მთელი სისტემა-უაღრესად ეკოლოგიურია, ყოველგვარი გამონაბოლქვის გარეშე.

ველოსიპედებით მომარაგება ხორციელდება პროექტ Farming the City-ის ფარგლებში.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ელექტრო ველოსიპედის სატვირთო კონტეინერის თავზე განლაგებულია მზის ბატარეები, მათივე თქმით ამ ტრანსპორტით შესაძლებელია დისტრიბუციის განხორციელება, ფერმერული მეურნეობებიდან, რომლებიც განლაგებულია ქალაქიდან 100 კმ-ის ფარგლებში.

ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აწარმოებს კომპანია Radkutsche-შეუძლია 300 კგ. წონისა და 120x80x140 სმ. მოცულობის ტვირთის გადატანა.

 

თქვენი რეკლამა