იმპორტირებული რძის პროდუქტების წილი უკრაინის ბაზარზე 2%-ს არ აღემატება.
2016 წლის პირველ ნახევარში, უკრაინაში 72 მილიონი ტონა რძეა წარმოებული, რაც 2%-ით ნაკლებია, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, – იტყობინება აგრარული საინფორმაციო სააგენტო Agravery.
რძის პროდუქციის ექსპორტის მოცულობა, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 3.2%-ით შემცირდა (270 000 ტონამდე), ექსპორტი ძირითადად ხორციელდება: ყაზახეთში, საქართველოში, თურქმენეთში, მაროკოში და სხვა.
უკრაინული რძის პროდუქტების ექსპორტის ძირითადი პოზიცია – კარაქია 47%, ხოლო იმპორტის – ყველი 67%, მთლიანობაში რძის პროდუქტების იმპორტი 67 000 ტონამდე გაიზარდა.
მიუხედავად იმპორტის ზრდისა, მისი წილი ადგილობრივ ბაზარზე 2%-ს არ აღემატება ანუ უკეთ რომ ვთქვათ, უკრაინელების მოხმარებული რძის პროდუქტების 98% – ადგილობრივი წარმოებისაა.
რძის პროდუქტების იმპორტი უკრაინაში, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან ხორციელდება.