უზბეკეთი პოლონეთში ლოჯისტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს

უზბეკეთი, პოლონეთში, ლოჯისტიკური, ცენტრი

უზბეკეთი პოლონეთში ლოჯისტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს, რომელიც უზბეკური პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებსა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე უფრო სწრაფ და ეფექტიან მიწოდებას უზრუნველყოფს.

ინიციატივა უზბეკეთის დელეგაციის პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე დავრონ ვახაბოვი, უზბეკეთის ელჩი პოლონეთში ამირსაიდ აზამხოჯაევი და პოლონეთის სენატის ვიცე-მარშალი მიხალ კამინსკი.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებასა და ბიზნესწრეებს შორის კავშირების გაძლიერებაზე.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი პოლონეთში ლოჯისტიკური ცენტრის შექმნა იყო. პროექტის მიზანია ევროპის ბაზარზე უზბეკური პროდუქციის მიწოდების გამარტივება, ტრანსპორტირების დროის შემცირება და ახალი საექსპორტო მარშრუტების განვითარება.

მხარეების შეფასებით, ახალი ცენტრი უზბეკ მწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება, ხოლო ევროპელ იმპორტიორებს პროდუქციის უფრო სწრაფად და სტაბილურად მიღების შესაძლებლობას მისცემს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს პროექტზე პრაქტიკული მუშაობა, გააძლიეროს ბიზნესკავშირები და ხელი შეუწყოს ერთობლივი ეკონომიკური ინიციატივების განხორციელებას.

წყარო: UzDaily

თქვენი რეკლამა