სოფელ ძევერაში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი საწარმო ამოქმედდა

81 Views

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „აგროქართლი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

საწარმოს შექმნის ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა.

საწარმოში ჯამურად 1,700,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, 845,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან პაატა შეყელაძესთან და შიდა-ქართლის რეგიონის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გახსნა სამაცივრო კომპლექსი და საწარმოო პროცესს გაეცნო.

სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 700 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე.

სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 5 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული ხოლო სეზონურად ემატება 10 ადამიანი.

კომპანიაში 2019 წლის ბოლომდე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის – HACCP-ის დანერგვა იგეგმება.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB