საქართველოში ღორის, ცხვრის და თხის სულადობა გაიზარდა

ღორი, ცხვარი, თხა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის II კვარტალის ბოლოსთვის, საქართველოში ცხვრისა და თხის ჯამური სულადობამ 1 231.9 ათას სულს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.0 პროცენტით მეტია.

აღნიშნულ პერიოდში ღორის სულადობა 194.6 ათასი სული იყო, რაც 10.4 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 018.9 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.5 პროცენტით ნაკლებია. აქედან ფური 492.3 ათასი სულია.

2017 წლის II კვარტალის ბოლოსთვის ფრინველის რაოდენობამ 11 718.2 ათასი ფრთა შეადგინა, რაც 0.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 183.6 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.7 პროცენტით ნაკლებია.

ხორცის წარმოებამ 14.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით ნაკლებია, ხოლო კვერცხის წარმოებამ 151.4 მილიონი ცალი და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.2 პროცენტით ნაკლები შეადგინა.

თქვენი რეკლამა