საქართველოს ღვინის 70-მდე პროფესიონალი ესტუმრება

ღვინო, პრო

მიმდინარე კვირაში საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 70-მდე ღვინის პროფესიონალი ეწვევა, რომლებიც 10 მაისს დაგეგმილ ბუნებრივი ღვინის ფესტივალს „ზერო კომპრომაისი”  და 11 მაისს დაგეგმილ „ახალი ღვინის ფესტივალს” დაესწრებიან.

ღვინის მაგისტრები, სომელეები,  ღვინის იმპორტიორები, ღვინის მწერლები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები საქართველოს იტალიიდან, კანადიდან, პოლონეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვედეთიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ავსტრიიდან, ხორვატიიდან, სლოვენიიდან და იაპონიიდან ეწვევიან.

სტუმრების ნაწილი უკვე ჩამოსულია საქართველოში და ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეცნობა. სტუმრებს შორის არის ცნობილი  ფრანგი ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი, ასევე ფრანგი მეღვინეები ტიერი პუზლა, იტალიელი მეღვინე იოშკო გრავნერი, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.

,,ზერო კომპრომაისი” (Zero Compromise) ტარდება ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს” ორგანიზებით, ხოლო „ახალი ღვინის ფესტივალის” ორგანიზატორია „საქართველოს ღვინის კლუბი”. ორივე ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.

„ახალი ღვინის ფესტივალი“ მე-10-ე, საიუბილეოა და მთაწმინდის პარკში გაიმართება. ხოლო „ზერო კომპრომაისი” მეოთხედ ტარდება და წელს იგი ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე (კოსტავას N59) გაიმართება.

ორივე ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

თქვენი რეკლამა