აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნებული გენეტიკური კვლევა საქართველოდან მსოფლიო აგრარული ცივილიზაციის გავრცელების ფაქტს მეცნიერულად ამყარებს.
საერთაშორისო სამეცნიერო თანამეგობრობის მიერ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობისა და კულტივაციის დამოუკიდებელი, უძველესი კერაა.
აღმოჩენა ქვემო ქართლის არქეოლოგიურ ძეგლებზე გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე მოპოვებული მასალების უზუსტეს დათარიღებას ეყრდნობა. კომპლექსური ლაბორატორიული ანალიზით დასტურდება, რომ 8000 წლის წინ (ძვ.წ. VI ათასწლეული) ხორბლის მოშინაურება სწორედ ჩვენს გეოგრაფიულ არეალში დაიწყო. მოპოვებული მონაცემები არსებულ გლობალურ წარმოდგენებს ცვლის და საქართველოს ხორბლის კულტურის უძველეს წერტილად აფუძნებს.
ისტორიული შედეგი ქართველი და უცხოელი მკვლევრების მრავალწლიანი ერთობლივი შრომის აღიარებაა. სამეცნიერო პროცესში, ეროვნულ მუზეუმთან ერთად, ტორონტოს უნივერსიტეტისა და ვაისმანის ინსტიტუტის სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ხორბლის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების მოძიებას, აღდგენას, დაცვას, კონსერვაციასა და გავრცელებას უზრუნველყოფს. ქართული გენეტიკური რესურსი სწორედ ის ცოცხალი ჯაჭვია, რომელმაც 8000-წლიანი ისტორია დღემდე მოიტანა. ცენტრის მიზანია, მსოფლიო მნიშვნელობის მემკვიდრეობა მომავალი თაობებისთვის ცოცხალი სახით შენარჩუნდეს.
ქართული ხორბალი

