ყაზახეთში 500 ჰექტარზე სასათბურე კომპლექსი კეთდება

სათბური, ყაზახეთი

ყაზახეთის თურქესტანის რეგიონში 524 მილიარდ ტენგეს ღირებულების სასათბურე კომპლექსის პროექტი ხორციელდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო LS (lsm.kz) წერს.

სამთავრობო უწყების ცნობით, კელესკის რაიონში 500 ჰექტარზე, დიდი სასათბურე კომპლექსი ამოქმედდება. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 524 მილიარდი ტენგე (1 143 588 604 აშშ დოლარი) იქნება.

პირველ ეტაპზე იგეგმება 51 ჰექტარზე მეტი ფართობის ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება. ამ ეტაპსითვის 42 მილიარდი ტენგეს ინვესტიცია იგეგმება. ეს ხაზი შეიძლება დასრულდეს 2024 წლის აგვისტოში. შემდეგ ეტაპზე კი 27 ჰექტარი სათბურის აშენება სურთ. მისი გაშვება 25 მილიარდი ტენგე დაჯდება.

როდესაც სრულად 500 ჰექტარი ფართობი გაშენდება, კომპლექსის სიმძლავრე წელიწადში 200 ათასი ტონა პომიდორი იქნება.

სათბური აღჭურვილი იქნება ავტომატური კლიმატკონტროლის სისტემით, რომელიც აკონტროლებს გათბობისა და გაგრილების სისტემას, განათების რეჟიმს და წვეთოვანი მორწყვას.

თქვენი რეკლამა