დღეიდან გუდვილის დიდი დიღმის და ქავთარაძის ფილიალებში, შპს „ქართული კენკრას“ ბიო სერტიფიცირებული მაყვალი და ჟოლო გამოჩნდება.
„10 ივლისიდან გელით ყველას გუდვილის დიდი დიღმის და ქავთარაძის ფილიალებში, სადაც გაიყიდება ჩვენი პირველი ბიო სერტიფიცირებული კენკრა (მაყვალი ამ ეტაპზე, 2 კვირაში ჟოლოც).“
ინფორმაციას შპს „ქართული კენკრა“ ავრცელებს.
„ქართული კენკრა“ 2017 წლის ჩამოყალიბდა. ბიომეურნეობა მდებარეობს მარნეულის სოფელ ახლომახმუდლოში, სადაც 7 ჰა-ზე გაშენებულია 3 ჯიშის ჟოლო და 2 ჯიშის მაყვალი.
წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ ბიოფერმერებს.