პოლონეთში ხილისა და კარტოფილის ახალი შეფუთვა შექმნეს

ხილი, ბოსტნეული, შეფუთვა

პოლონელმა მწარმოებელმა წარმოადგინა ხილისა და კარტოფილის ახალი შეფუთვა, პლასტმასის მინარევების გარეშე.

ახალი ხილისა და ბოსტნეულის შეფუთვის ინდუსტრიაში ინოვაციები გრძელდება. პოლონურმა კომპანია Silbo-მ მომხმარებლებს შესთავაზა ახალი შეფუთვა, რომელიც არ შეიცავს პლასტმასს.

კომპანიის მფლობელი მარცინ შპევოკი (Marcin Śpiewok) თვლის, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადგილია ინოვაციისთვის, ახალი ფორმების შემუშავებისთვის, საკვების შენახვისა და ჰიგიენის პირობების გაუმჯობესებისთვის და ახალი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ეს ყველაფერი აიყვანს შეფუთვის მარკეტინგულ მნიშვნელობას უფრო მაღალ დონეზე, იუწყება FreshPlaza.

„ეკოლოგიურ ასპექტში მუდმივად ვმუშაობთ ახალ შეფუთვაზე. მაგალითად გამოდგება პლასტმასის ქაღალდით ჩანაცვლება. პოლიეთილენის შესაფუთი პარკები სულ უფრო ხშირად იცვლება ქაღალდის პარკებით. ასევე სხდება ჩანთების შემთხვევაში. ჩვენ ვმუშაობთ ისეთ გადაწყვეტილებებზე როგორიცაა ქაღალდის შესაფუთი ფირები ახალი ბოსტნეულისა და ხილისთვის, ჩვენ შევიმუშავეთ ქაღალდის პაკეტების შეფუთვა, რომელიც ადაპტირებულია რულონური შესაფუთი მანქანებისთვის. აქამდე ამ ტიპის მანქანები იყენებდნენ მხოლოდ პოლიეთილენის პარკებს. რულონებად დახვეულია პაკეტები, რომლებიც შევსების შემდეგ ავტომატურად ილუქება. ეს მეთოდი ჩვეულებრივ გამოიყენება ვაშლის შესაფუთად, მაგრამ მწარმოებლები მას კარტოფილისთვის, ციტრუსებისა და თხილისთვისაც იყენებენ “, – ამბობს მარცინ შპევოკი.

ხილი, ბოსტნეული, შეფუთვა

Silbo-მ ქაღალდის პაკეტების შეიმუშავა შეფუთვის ტექნოლოგია, რომელიც მთლიანად გამორიცხავს პლასტმასს, განმარტავს მარცინ შპევოკი: „ეს შეფუთვა შეიძლება იყოს კრაფტის ან უბრალოდ თეთრი და მასზე ნებისმიერი დიზაინის დაბეჭდვა შეიძლება. ქაღალდი არის FSC® სერთიფიცირებული, ბეჭდვა ხდება საღებავებით, რომლებიც არ შეიცავს სპირტს.

ჩვენს Reelbag შეფუთვას ორი „ფანჯარა“ აქვს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩანთის შიდა ხილვადობა და პროდუქტის ვენტილაცია. ის ასევე შეიძლება აღჭურვილი იყოს სახელურით. ქაღალდს აქვს ტენიანობის შეზღუდული შთანთქმა, რაც ეხმარება ბოსტნეულს და ხილს უფრო დიდხანს დარჩეს ახალი“.

ახალი შეფუთვა პირველად Fruit Logistica-ს გამოფენაზე წარმოადგინეს. შპევოკი ამბობს, რომ სტუმრებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს. კომპანია მუშაობს ამ შეფუთვის გაუმჯობესებაზე, მათ შორის უფრო დიდი წონისთვის, და იღებს მოთხოვნებს პოტენციური მომხმარებლებისგან ძირითადად ევროპიდან, თუმცა ასევე აშშ-დან.

თქვენი რეკლამა