ფოთში ძლიერმა შტორმმა სანაპირო დატბორა

შტორმი, ფოთი

ფოთში მოსულმა უხვმა ნალექმა და შტორმმა დატბორა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია და დააზიანა ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მერიის შესაბამისი სამსახურები სრულადაა მობილიზებული და საგანგებო რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს.

სანაპირო ზოლზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. პრობლემურ ადგილებზე ეწყობა ე.წ. ტეტრაბოტები.

სტიქიის ზონაში არსებულ მდგომარეობას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ქალაქის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად გაეცნო.

ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის თქმით ფოთის სანაპიროზე, დღის მეორე ნახევარში გაიზარდა შტორმის სიმძლავრე.

„სამწუხაროდ, ფოთის სანაპიროზე, დღის მეორე ნახევარში გაიზარდა შტორმის სიმძლავრე. ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ პრევენციულ სამუშაოებს. კუნძულის სანაპიროზე, იმ მონაკვეთებში, სადაც სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი მოგვაყენა, მიმდინარეობს ე.წ. ტეტრაბოტების მოწყობა, რათა თავიდან ავირიდოთ კიდევ უფრო დიდი ზიანი.

ამინდის გაუმჯობესებისთანავე, აქტიურად განვახორციელებთ სხვა სალიკვიდაციო სამუშაოებს.

მადლობა ყველა კომპანიას, რომლებიც მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ჩართულია სტიქიასთან ბრძოლის პროცესში.“ – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

შტორმი, ფოთი

კრედო ბანკი