საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ (Prime Meridian of Wine) ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS) 5 ნომინაციაში გაიმარჯვა.
- ნომინაციაში “საუკეთესო პროდიუსერი” – პრიზი შალვა ხეცურიანმა აიღო;
- ნომინაციაში “საუკეთესო სცენარის ავტორი” – თამარ ბართაიამ;
- ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” – ნანა ჯორჯაძემ;
- ნომინაციაში “საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი” – მიხეილ კვირიკაძემ;
- ნომინაციაში “როლის საუკეთესო შემსრულებელი” – რევაზ ხეცურიანმა
ფილმს უკვე რამოდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული: ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალზე MOST 2016 წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა; საფრანგეთში გამართულ OENOVIDEO – ს ღვინის კინოფესტივალზე, მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმი.
ფილმის ჩვენება ასევე გაიმართა ეინდჰოვების კინოფესტივალზე DOCfeed. ფილმი დაფინანსებულია “მარანი ხეცურიანი”-ის მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.
ფილმის ტრეილერი