მეცხვარე-ფერმერმა დიდი ბრიტანეთიდან, პიპ სიმპსონმა, მისი კუთვნილი 800 ცხვარი სტაფილოსფრად შეღება.
ამგვარი რადიკალური ნაბიჯით ის ცდილობს დაიცვას საკუთარი ფარა ქურდებისაგან, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში პიპ სიმპსონის ფარიდან 300 ცხვარი მოიპარეს.
ფერმერი ამ უჩვეულო გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ქურდობისგან დაცვის ყველა სხვა საშუალება არაეფექტური აღმოჩნდა.
მისი სიტყვებით, როდესაც მყიდველს უჩვეულო ფერის ცხვარს შესთავაზობენ, ის მიხვდება, რომ თავს ცხვარი მოპარულია და თავს შეიკავებს შეძენისგან, ამგვარად სტაფილოსფერი ცხვრის მოპარვა არ იქნება მომგებიანი.
საღებავი არ შეიცავს მავნე მინარევებს, შესაბამისად ცხვრის ჯამრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
პოლიცია აღიარებს, რომ ცხვრის ქურდობა ნამდვილად დიდი პრობლემა ფერმერებისთვის, წლის განმავლობაში ცხვრის ქურდობის გამო ფერმერთა ზარალი 4 მლნ. ფუნტ სტერლინგს შეადგენს.