ორგანული პროდუქტებით ვაჭრობა საფრანგეთში რეკორდულია

2015 წლის მონაცამებით, ორგანული პროდუქტებით ვაჭრობამ საფრანგეთში რეკორდულ მოცულობას მიაღწია.

ორგანული პროდუქტების ფრანგული კომპანიის Agence Bio – ს განცხადებით, წინა წელს საფრანგეთში 5.8 მილიარდი ევროს ორგანული პროდუქტი გაიყიდა, რაც 15% – ით აჭარბებს 2014 წლის მონაცემებს.

ორგანული პროდუქტები ძირითადად სუპერმარკეტებში იყიდებოდა – ბაზრის 45%, ამასთან სპეციალიზირებულ მაღაზიებში რეალიზაცია 17% – ით, ხოლო მწარმოებლებისგან პირდაპირი გაყიდვების მოცულობა 20% – ით გაიზარდა, იტყობინება Agence Bio.

მასობრივი კვების სექტორის შესყიდვები 18% – ით არის გაზრდილი.

აღინიშნება, რომ გასულ წელს თითქმის 1,4 მილიონი ჰექტარი იყო დაკავებული ორგანული კულტურებით, ეს კი 23% – ით მეტია 2014 წლის მაჩვენებელზე.

ამ ეტაპზე, საფრანგეთში, ორგანული სოფლის მეურნეობის წილი, მთელი სასოფლო – სამეურნეო წარმოების 5% – ს შეადგენს.

2015 წლის განმავლობაში, საფრანგეთში 200 – ზე მეტი ფერმა გადავიდა ორგანულ (ბიოლოგიურად სუფთა) წარმოებაზე.

თქვენი რეკლამა