„ნუტრიმაქსმა“, ცხოველთა საკვების მწარმოებელმა ლიდერმა კომპანიამ, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ონლაინ-პორტალის – „ნუტრიმაქსის ფერმერთა სკოლის “ პროექტი დაიწყო, რისთვისაც საწყის ეტაპზე 50 000 ლარს დახარჯავს.
პროექტი დაეხმარება COVID-19-ის შედეგად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო დაზარალებულ ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს შემოსავალი, სწრაფად შეძლონ მცირე ფერმების შექმნა და გაიჩინონ ალტერნატიული შემოსავლის წყარო.
„პროექტის ფარგლებში, „ნუტრიმაქსი“ მოქალაქეებს შესთავაზებს პრაქტიკულ ინფორმაციას ცხოველების გამოზრდის შესახებ, მისცემს საშუალებას ჩაერთონ ონლაინ სწავლებაში, მიიღონ კონსულტაცია დაფინანსების წყაროების შესახებ და გაეცნონ პრაქტიკულ რჩევებს, რომელიც დაეხმარებათ საქმიანობის სწორად დაგეგმვასა და მართვაში.
„ნუტრიმაქსის ფერმერთა სკოლის“ facebook ჯგუფში გაწევრიანებისათვის მიჰყევით ბმულს