მუყაოსა და ქაღალდის განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტი დაიწყო

მუყაო, ქაღალდი

თელავსა და ზუგდიდში მუყაოსა და ქაღალდის განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტი დაიწყო.

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებში ნარჩენების განცალკევებული შეგროვების პრაქტიკის დანერგვას და ითვალისწინებს როგორც ნარჩენების განცალკევებულ შეგროვებას, ასევე, მათ დამუშავებასა და სარეალიზაციოდ მომზადებას, შემდგომში მათი ხელახალი გამოყენებისათვის

პროექტი ხორციელდება „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“- ის საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით.

ქაღალდისა და მუყაოს განცალკევებული შეგროვება უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

შესაბამისი კონტეინერები განთავსებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან, მარკეტებთან, დიდ ორგანიზაციებთან.

იზრუნე შენი ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და მოათავსე ნარჩენები კონტეინერზე დატანილი ინსტრუქციის შესაბამისად.

შემოგვიერთდი! დაახარისხე ნარჩენები! სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა!

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

თქვენი რეკლამა