მოლდოვური ვაშლი ინდურ ბაზარზე შევიდა

მოლდოვური, ვაშლი, ინდოეთი

ვაშლის მწარმოებლებმა მოლდოვას რესპუბლიკიდან თავისუფალი წვდომა მიიღეს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ინდოეთის ბაზარზე.

მოლდოვური ვაშლის პირველი კონტეინერები 2023 წლის დასაწყისში, ინდოეთში საცდელი წესით იქნა ექსპორტირებული. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად მათ ზღვით 7500 კმ-ზე მეტის გავლა მოუწიათ. მიწოდებას 40 დღე დასჭირდა.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნიმუშების გადაზიდვის შედეგებმა, ინდოეთში დადგენილ ფიტოსანიტარულ ნორმებთან შესაბამისობა აჩვენა.

მთავრობა გააგრძელებს მწარმოებლების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს მოლდოვას პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას და უსაფრთხო და პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა.

მოლდოვას ხილის ასოციაციის მონაცემებით, 2023-2024 წლების სეზონის მოსავლიდან, მოლდოვას რესპუბლიკის მწარმოებლებმა ექსპორტზე 133 ათასი ტონა ვაშლი გაიტანეს. ექსპორტმა მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. ევროკავშირში ექსპორტი თითქმის გაორმაგდა და 22 ათას ტონას მიაღწია, მთავარი დანიშნულების ადგილი რუმინეთი გახდა (90%).

მოლდოვას ექსპორტიორების ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა, რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია.

იხლეთ აგრეთვე: ვაშლის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა