კომპანია „კარტლისი“ 20 წელზე მეტია არის „ენზა ზადენი“-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს ბაზარზე.
ორი კომპანიის თანამშრომლობამ, ქართველ ფერმერებს საშუალება მისცა უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალის გამოყენებით, მიეღო აქამდე მიუღწეველი შედეგები ბოსტნეული კულტურების წარმოებაში.
ამ წლების განმავლობაში ქართველი მომხმარებლისათვის პოპულარული გახდა ინდეტერმინატული პომიდვრის ჰიბრიდები: ,,ბელე“, ,,რალი“.
,,ბერბერანა“, სლაისერის ტიპი კიტრის ჰიბრიდები ,,კორინტო“, სარგონი“, ასევე ბოსტნეული, ბაღჩეული, მწვანილისა და სანელებლების მრავალი ჰიბრიდი და ჯიში.
„კარტლისი“ყოველწლიურად ახდენს ახალი ჰიბრიდების გამოცდასა და დარაიონებას, რათა შემდგომ ფართო მომხმარებელს შეეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება.
„ენზა ზადენი“-ს სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას „კარტლისი“-ს მიერ ორგანიზებულ სემინარებსა და ღია კარის დღეებში, სადაც ქართველ მომხმარებელი იღებს სრულყოფილი ინფორმაციას მოწინავე ქვეყნებში დანერგილ უახლეს ტექნოლოგიებზე.
გარდა ამისა, ქართველ ფერმერებს ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ „ენზა ზადენი“-ს მიერ ჰოლანდიაში ყოველწლიურად ორგანიზებულ ღია კარის დღეებში, სადაც კომპანიის უახლესი მიღწევების გაცნობის გარდა, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩასული ფერმერები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“ საიტი: http://www.cartlis.ge/