კობრის ბუნებრივი და ხელოვნური კვების თავისებურებები

თევზი, კვება

დღესდღეისობით კობრის ძირითადი სახეობები საქართველოში გამოიყურება შემდეგნაირად:

• ჩვეულებრივი კობრი – Cyprinus carpio, Сазан, Common carp;

• თეთრი ამური – Ctenopharyngodon idellus, Белый амур, Grass carp;

• თეთრი სქელშუბლა – Hypophthalmichthys molitrix, Белый толстолобик, Silver carp.

ჩვეულებრივი კობრის მსგავსი სახეობებია:

• სარკისებრი კობრი – Cyprinus rex cyprinorum, зеркальные или королевские карпы, Leather/Mirror Carp;

• უნგრული კობრი – Cyprinus hungaricus, Венгерский Карп, Hungarian carp.

ჩვეულებრივი კობრის კვების თავისებურებები:

(მათ შორის – სარკისებრი კობრი)

ჩვეულებრივი კობრი ბუნებრივად მშვიდობიანი, ყველაფრისმჭამელი თევზია.

საკვებად მოიხმარს მრავალფეროვან ბუნებრივ საკვებს, მათ შორის:

• პლანქტონს და მცირე კიბოსნაირებს;

• მწერებს (მათ შორის მატლებს და ჭუპრებს);

• წყლის მცენარეების რბილ მარცვლებს;

• თევზის ქვირითს და ლიფსიტებს, ასევე მომცრო ზომის თევზებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვეულებრივი კობრი ძალზედ მოქნილია გარემო არის ცვლილებების მიმართ, საარსებო გარემოში საკვების ცვლილებისას მისთვის უპირატესი საკვებიდან მარტივად შეუძლია ალერნატიულ საკვებზე გადასვლა.

თეთრი ამური კვების თავისებურებები:

თეთრი ამური მცენარისმჭამელი თევზია.

თეთრი ამური იკვებება

• ძირითადად იკვებება წყლის მცენარეებით;

• დამატებით იკვებება მწერებით და სხვა უხერხემლოებით;

• ხალისიანად მოიხმარს გრანულირებულ დაბალანსებულ საკვებს, კულტურულად მოშენების პირობებში.

თეთრი ამური წყლის სარეველა მცენარეებთან საბრძოლველადაც გამოიყენება.

თეთრი სქელშუბლა:

თეთრი სქელშუბლას კვების თავისებურებიდან გამომდინარე ფიტოპლანქტონის მჭამელი თევზია, კონკრეტულ საზრდო ნივთიერებებზე მოთხოვნის და კვების რეკომენდაციებზე მონაცმები არ არსებობს.

ტექნიკური მონაცემები:

ტბორის პოლიკულტურის გადანაწილება წარმოების ინტენსიურობიდან გამომდინარე.

კობრი

კობრის კვება

კობრისთვის საკვების მიწოდება ხდება ორი მონაცემის გათვალისწინებით:

• წყლის ტემპერატურა;

• ტბორიში თევზის საერთო მასა.

ყოველ 100 კგ თევზს დღე-ღამის განმავლობაში უნდა მიეწოდოს საკვები მოცემული ცხრილის შესაბამისად.

კობრი

კობრის კვების რეკომენდაციები:

• კობრის გამოკვება რეკომენდირებულია წყლის ტემპერატურის საშუალოდ 10 გრადუსამდე გათბობის შემდეგ;

• კობრის საკვები მიეწოდება საკვებურით ან წყალში ხელით მოფანტვის საშუალებით;

• ხელით კვების პირობებში კვება შეიძლება დღეში ორჯერ: დილით ადრე და შუადღით;

(წყლის 20 გრადუსზე და ზევით გათბობის შემთხვევაში შესაძლებელია სამჯერადი კვებაც).

საკვების მიწოდება/მოფანტვა უმჯობესია მოხდეს ერთსა და იმავე ადგილას, რადგანაც თევზი სწავლობს და ეჩვევა გამოკვების ადგილს.

კობრი

კომპანია „ნუტრიმაქსი“ გთავაზობთ თევზის საკვებს მზა კომბინირებული საკვებს კობრისთვის, რომელიც შემუშავებულია კობრის გამოსაკვებად გამოზრდის ყველა სტადიაზე, ლიფსიტობიდან  სასურსათო თევზის მიღებამდე.

თევზის საკვები კობრისთვის წამოდგენილია ორი ფაზის სახით:

• თევზის საკვები კობრისთვის (ცოცხალი წონა: 50 გრამიდან – 500 გრამამდე)

• თევზის საკვები კობრისთვის (ცოცხალი წონა: 500 გრამიდან დაკვლამდე)

მზა კომბინირებული საკვების დადებითი ეფექტი:

• კობრის საკვებით დროის მოკლე პერიოდში საკვებზე ნაკლები დანახარჯით მიიღება მაქსიმალური შედეგები;

• კობრის საკვები მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულით;

• კობრის საკვები მორგებულია თევზის განვითარების სხვადასხვა ფაზაზე.

კობრის საკვები მხარს უჭერს თევზის ჯანმრთელობას და უზრუნველყოფს სასურსათო თევზის მაღალ საგემოვნო თვისებებს.

ნუტრიმაქსის მაღაზიათა ქსელი და გაყიდვების პუნქტები იხ. ბმულზე (დაკლიკეთ): https://bit.ly/2CTrQbu

პროდუქციის შესაძენად ან დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით კომპანიის ვებ.გვერდზე (დაკლიკეთ): www.nutrimax.ge

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ ნუტრიმაქსი

თქვენი რეკლამა