შუახევის მუნიციპალიტეტში ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები გამოვლინდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შუახევის მუნიციპალიტეტში ხე-ტყით უკანონო სარგებლობისა და გადამუშავების გამოვლენის მიზნით, გეგმიური ღონისძიება გაატარეს.
გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა – 4 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო, 3 ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევის ფაქტი, 2 სახერხი საამქროს რეგლამენტის წესების დარღვევა, 1 ლუქის დაზიანების ფაქტი.
გარდა ამისა გამოვლინდა ტყით უკანონოდ სარგებლობის 3 ფაქტი, რომელთაგან ორი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
მასალები შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოებში გადაიგზავნება.