ქართული პროდუქცია საუდის არაბეთის საერთაშორისო გამოფენაზე

საუდის, არაბეთი, გამოფენა

საუდის არაბეთის სამეფოში, საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი იყო  წარმოდგენილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საუდის არაბეთის სამეფოში, ქ. რიადში, 21-24  სექტემბერს, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი მოეწყო.

საერთაშორისო გამოფენაში ექვსი ქართული კომპანია იღებდა მონაწილეობას: „აგროქიზიყი“, „ჰობი“, „აჩინებული“, „არომაპროდუქტი“, „Georgian Hazelnut Corporation” და „ბარამბო“. აღნიშნული კომპანიების მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  შეციებული ცხვრის ხორცი, თაფლი, ორგანული  წვენები, თხილი და სხვადასხვა სახის ტკბილეული.

Foodex Saudi საუდის არაბეთის სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელშიც საკვები და სასმელი პროდუქციის სექტორის წარმომადგენლები იღებენ მონაწილებას 50-ზე მეტი ქვეყანიდან. გამოფენას 500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია ესწრება. 

„ჩვენ ვეხმარებით ქართველ მწარმოებლებს, წარმოადგინონ პროდუქცია მათთვის მნიშვნელოვან ბაზრებზე; სწორედ ამიტომ ვიმყოფებით ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში – საუდის არაბეთის სამეფოში საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi 2025“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკა ურუშაძემ.

საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩის, ნიკოლოზ რევაზიშვილის განცხადებით, საერთაშორისო გამოფენა Foodex Saudi 2025 არის ერთ-ერთი დიდი გამოფენაა არამარტო საუდის არაბეთის სამეფოში, არამედ მთელ ყურის რეგიონში.

„ქართულ კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, პირდაპირი კონტაქტი დაამყარონ ადგილობრივ პარტნიორებთან და განიხილონ ქართული პროდუქციის საუდის არაბეთის სამეფოში იმპორტირების გაზრდის შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის“,  – აღნიშნა საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა.

თქვენი რეკლამა