ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა.
ქართული ღვინის ფესტივალს, სამი დღის განმავლობაში, დევონის საგრაფო, დარტინგტონის სასახლე მასპინძლობდა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 20 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე სხვადასხვა ღვინო. ქართული ღვინის წარდგენას, რომელსაც ღვინის მაგისტრები საარ ებოტი (Sarah Abbott) და ჯასტინ ჰოვარდ სნიდი (Justin Howard Sneyd) უძღვებოდნენ, ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ.
ღონისძიება მიზნად ისახავდა დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვანია ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდისთვის.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სამზარეულოც.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია; შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება.