კენიაში 77 პესტიციდი აიკრძალა

კენია, პესტიციდი, აკრძალვა

კენიის მთავრობამ, ეროვნული ბაზრიდან 77 პესტიციდის დაუყოვნებლივ გაწვევის შესახებ განაცხადა, ეს პესტიციდები არ არის დაშვებული ევროკავშირში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში.

კენიის სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის განვითარების კაბინეტის მდივანმა მუტაჰი კაგვემ განაცხადა, რომ აკრძალვა მავნებლების კონტროლის პროდუქტების საბჭოს (PCPB) მიერ ქვეყანაში რეგისტრირებული პესტიციდების, აქტიური ინგრედიენტების ყოვლისმომცველი შესწავლის დასრულების შემდეგ გამოცხადდა, იტყობინება კენიის საინფორმაციო სააგენტო kbc.co.ke.

„სამეცნიერო შეფასებისა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ, ჩვენ გამოვავლინეთ გარკვეული აქტიური ინგრედიენტები და მათთან დაკავშირებული საბოლოო პროდუქტები, რომლებიც მიუღებელ რისკებს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, კულტურებს, პირუტყვს და გარემოს“, – განაცხადა კაგვემ.

მთავრობამ ასევე შეზღუდა 202 პესტიციდური პროდუქტის გამოყენება სხვადასხვა კულტურებზე, ხოლო 151 სხვა პროდუქტი ამჟამად PCPB-ის მიერ განხილვის პროცესშია, რომლის დასრულება მიმდინარე წლის დეკემბრისთვის არის მოსალოდნელი. შესწავლა ჩატარდა 430 საბოლოო პროდუქტზე, რომლებსაც ამჟამად ფერმერები მთელი ქვეყნის მასშტაბით იყენებენ.

„ამავდროულად, 151 პროდუქტის გამოყენება ან იმპორტი კვლავ აკრძალულია ვერიფიკაციის დასრულებამდე“, – განაცხადა კაგვემ. მან მავნებლების კონტროლის საშუალებების იმპორტიორები დაავალდებულა, პროდუქციის  რეგისტრაციის უზრუნველყოფა, მათი წარმოების ქვეყანებში და აკრძალა მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებებით, საერთაშორისო ბაზარზე აკრძალული პროდუქტების კენიაში რეგისტრაცია.

„ნებისმიერი პრეპარატის იმპორტი, რომელიც არ არის დაშვებული ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიასა და კანადაში, აიკრძალება გადახედვამდე“, – დასძინა კაგვემ.

თქვენი რეკლამა