კაკლის გადამამუშავებელი საწარმო მარტყოფში

კაკალი, ნიგოზი, საწარმო

კაკლის გადამმუშავებელი საწარმო ,,ანიგოზი“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

კომპანიამ საწარმოს შესაქმნელად 2 503 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 600 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო 1 500 000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოს წარმადობა 500 ტონას შეადგენს. წელს, საწარმომ პირველი ნედლეული კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონების ფერმერებისგან მიიღო და 110 ტონა კაკალი გადაამუშავა.

კაკალი, ნიგოზი, საწარმო

ამ ეტაპზე, კომპანია წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე გეგმავს, მომავალი წლიდან კი, პროდუქცია ექსპორტზე გავა. საწარმოში, მუდმივად, 15 ადგილობრივია დასაქმებული. სეზონურად, აქტიური მუშაობის პერიოდში კი, მათი რიცხვი 30-მდე იზრდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი კაკლის გადამმუშავებელი თანამედროვე სტანდარტების პირველი საწარმო დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო.

კაკალი, ნიგოზი, საწარმო

როგორც საწარმოს დირექტორმა, ანა ქევხიშვილმა აღნიშნა, მომავალი წლიდან, გაფართოვდება ნედლეულის მიმწოდებელი რეგიონების არეალი, გასამმაგდება გადამუშავებული პროდუქციის მოცულობა და, შესაბამისად, გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი. საწარმოში დაინერგება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას.

კაკალი, ნიგოზი, საწარმო

კომპანიაში ,,ანიგოზი“ საწარმოო პროცესს, მინისტრთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.

კრედო ბანკი