კაკაოს მსოფლიო მარაგები რეკორდულ დაბალ დონეზე დაეცა

კაკაოს, მსოფლიო, დეფიციტი

ლონდონისა და ნიუ-იორკის საბირჟო საწყობებში კაკაოს მარაგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, რამაც კიდევ უფრო გააუარესა კრიზისი შოკოლადის ბაზარზე.

ტრეიდერები და შოკოლადის მწარმოებლები აქტიურად ყიდულობენ, თუნდაც უხარისხო კაკაოს მსოფლიო ბაზარზე არსებული კრიზისის გამო, რომელიც გამოწვეულია მოსავლის რამდენიმეწლიანი უკმარისობით. ამის შესახებ Financial Times წერს.

Wells Fargo-ს მონაცემებით, აშშ-ში შოკოლადის ფასი წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა.

ლონდონის ბირჟაზე კაკაოს მარაგი 1 წელიწადში 100 000 ტონიდან 21 000 ტონამდე დაეცა. მწარმოებლები იძულებულნი არიან შეცვალონ რეცეპტები, შეამცირონ ფილის ზომები და მოძებნონ კაკაოს შემცვლელები, რათა გაუმკლავდნენ მზარდ მოთხოვნას.

კაკაოს ფასი ბოლო ორი წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა და 50 წლის მაქსიმუმს მიაღწია. კომპანიამ Hershey აშშ-ს მარეგულირებელს ნებართვა სთხოვა ნიუ-იორკის ბირჟის მეშვეობით 90 000 ტონა კაკაოს შესაძენად – რაც დაწესებულ ლიმიტზე ცხრაჯერ მეტია.

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Christian Aid-ის ანგარიში თანახმად, ექსტრემალურმა ამინდებმა განასა და სპილოს ძვლის სანაპიროზე მოსავლის უკმარისობა გამოიწვია, ეს ქვეყნები ერთად უზრუნველყოფენ კაკაოს მსოფლიო წარმოების 50%-ზე მეტს. 2024 წელს კაკაოს ფასი 400%-ით გაიზარდა და ტონაზე 12 218 დოლარს მიაღწია, 18 დეკემბერს კი ახალი რეკორდი დაფიქსირდა 12 605 დოლარი ტონაზე.

პრობლემები 2023 წელს დაიწყო, როდესაც განაში მშრალ სეზონზე ჭარბი ნალექი მოვიდა, ბოლო 30 წლის განმავლობაში საშუალო რაოდენობას ორჯერ გადააჭარბა. ამან გამოიწვია მცენარეთა დაავადება და ლპობა. მომდევნო წელს რეგიონს პირიქით ძლიერი გვალვები იყო, ამან მოსავლის მნიშვნელოვანი დანაკარგი და სურსათზე რეკორდულად მაღალი ფასები გამოიწვია. World Weather Attribution-ის კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილებამ დასავლეთ აფრიკაში ასეთი სიცხის ტალღების ალბათობა 10-ჯერ გაზარდა.

შოკოლადის მწარმოებლები კომპანია Kernow Chocolate აღნიშნავს, რომ გლობალური კაკაოს წარმოება დაახლოებით ოთხი წელია ზარალდება, კლიმატის სწრაფი ცვლილებისა და ელ-ნინიოსა და ლა-ნინიას ფენომენების გამო. ამან გამოიწვია მიწოდების შემცირება და ფასების ზრდა ბაზარზე 10000 ფუნტ სტერლინგამდე ტონაზე. მცირე მწარმოებლები იძულებულნი არიან გაზარდონ ფასები თავიანთ პროდუქტებზე იმ იმედით, რომ ისინი ხელმისაწვდომი დარჩება მომხმარებლისთვის.

თქვენი რეკლამა