გლაზგოში ნიადაგმცოდნეობის 22-ე მსოფლიო კონგრესი გაიმართა

ნიადაგმცოდნეობის

ნიადაგმცოდნეობის მსოფლიო კონგრესზე საქართველომ მასშტაბური კვლევის შედეგები წარადგინა.

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ გლაზგოში გამართულ ნიადაგმცოდნეთა 22-ე მსოფლიო კონგრესზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური მოხსენებით „მიწათსარგებლობის გავლენა ნიადაგში მიკროელემენტების შემცველობაზე აღმოსავლეთ სქართველოში ჩატარებული კვლევების საფუძველზე“ წარსდგა.

წელს, კონგრესის თემა „ნიადაგმცოდნეობა – საზღვრების გადალახვა, საზოგადოების შეცვლა“ ფოკუსირებული იყო ნიადაგსა და საზოგადოებას შორის არსებულ კავშირზე, სესიები მოიცავდა ნიადაგის სისტემების, პროცესების, მართვის, მთელს მსოფლიოში ადამიანის მიერ ნიადაგზე გავლენის და გამოყენების საკითხებს.

ნიადაგმცოდნეობის კონგრესს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, მთელი მსოფლიოდან 3000-ზე მეტი ნიადაგმცოდნე ესწრებოდა. კონგრესში მონაწილეობა მნიშვნელოვანია კვლევითი საქმიანობის წარმოსაჩენად და ახალი სამეცნიერო კავშირების დასამყარებლად.

ნიადაგმცოდნეობის მსოფლიო კონგრესი 2022 ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოების (IUSS) და დიდი ბრიტანეთის ნიადაგმცოდნეთა საზოგადოებების (BSSS) ორგანიზებით გაიმართა.

თქვენი რეკლამა