კომპანია „ბარაქა” ვაშლის მწარმოებელი ფერმერებისთვის 25 აგვისტოს ქარელში ღია კარის დღეს გამართავს

ფერმერებისთვის

კომპანია “ბარაქა” 25 აგვისტოს, 17:00 საათზე ვაშლის წარმოებით დაკავებული ფერმერებისთვის ღია კარის დღეს აწყობს ქარელში.

შეხვედრაზე გაიცნობთ ფერმერ დურმიშხან ედილაშვილს, რომელმაც ბარაქას დახმარებითა და ჩვენი აგრონომების მიერ შემუშავებული დაცვის და გამოკვების სქემით, ვაშლის მოსავლის უმაღლესი შედეგი მიიღო.

ასევე განვიხილავთ, თუ როგორ ხდება, ნიადაგის ანალიზის შედეგად მცენარისთვის საჭირო ელემენტების შერჩევა.

რაც მთავარია შეხვედრაზე გაეცნობით მსხვილი ვაშლის მწარმოებელი ფერმერების პირად გამოცდილებას და დაგათვალიერებინებთ მაღალ დონეზე მოწყობილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას.

დასწრება შეუძლია ნებისმიერ ფერმერს, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია

დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 04 44 49 ან გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/qA5Nyk6CvdwHZ56XA

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „ბარაქა“.

კრედო ბანკი