გიგანტური კუ ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა

66 Views

მიმდინარე წლის მარტში, ხმელთაშუა ზღვიდან ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ შემოვიდა.

ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კუ გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით, შესაბამისი რეაბილიტაციის კურსი კუს სასტუმრო „პარაგრაფი“ – ს ოკეანარიუმის საკარანტინო აუზში ჩაუტარდა.

სპეციალისტების განმარტებით, შავი ზღვის ივნისის თვის წყლის ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსია, რაც სრულიად შესაბამისია კუს საბინადრო გარემოში დასაბრუნებლად. სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში ბუნებრივ გარემოში გაუშვეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ანდრო ასლანიშვილმა მადლობა გადაუხადა მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებს, დაბა ურეკში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ – ს ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისთვის და ბატონ ლაშა ხოჯავას, ქალაქ ფოთის მკვიდრს, რომელმაც გიგანტური კუ იპოვნა და შესაბამის სამსახურს დაუკავშირდა.

ღონისძიებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადებიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB