ExpoGeorgia–ში სოფლის მეურნეობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება Agro / Food / Drink / Tech Expo გაიმართება

გამოფენა, აგრო

20-22 ნოემბერს გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას ორგანიზებით სოფლის მეურნეობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება – სოფლის მეურნებისა და კვების მრეწველობის მე-19 საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება.

Agro Expo-ში მონაწილეობას 15 ქვეყნის 100-მდე კომპანია. მონაწილე კომპანიები სრულად მოიცავენსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, სასმელების, შემფუთველი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების სფეროებს.

სამი დღის განმავლობაში, ექსპოჯორჯიას მე-6, მე-11 პავილიონებსა და გარე სივრცეში დაგხვდებათ: სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები,შესაფუთი ტექნოლოგიები და მასალები,სამაცივრე აღჭურვილობა, კვების ტექნოლოგიები, საირიგაციო სისტემები, თესლები და ნერგები, სასუქები და ქიმიკატები, საშრობები და შენახვის სისტემები, საჯიშე მეცხოველეობა და მეფრინველეობა და სხვა.

„Agro / Food / Drink / Expo” წელს უკვე მეცხრამეტედ ტარდება და ყოველწლიურად ვცდილობთ დამთვალიერებლებს ახალი კომპანიები და საინტერესო პრუდუქტი დავახვედროთ. ყველა ადამიანი, რომელიც სოფლის მეურნეობის ან კვების მრეწველობის სფეროთია დაინტერესებული, გამოფენაზე აუცილებლად იპოვის მისთვის საინტერესო სტენდს.

გამოფენა უნიკალური სივრცეა პოტენციური პარტნიორობისთვის. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დაგვიკავშირდეს და დავუგეგმოთ B2B შეხვედრა გამოფენის მონაწილე კომპანიასთან ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში“, – ამბობს გამოფენის ორგანიზატორი მარიამ ცაიშვილი.

ექსპოჯორჯიას  ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსმხარდაჭრით გამოფენასმცირე ფერმერები საქართველოს ყველა რეგიონიდანდაესწრება. მათ საშუალება ექნებათ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები მეწარმეებთან, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და  სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს.

გამოფენა 20 ნოემბერს 11:00 საათზე, გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას  მე-11 პავილიონში გაიხსნება და 3 დღის განმავლობაში დამთვალიერებელს 11:00 დან – 18:00 საათამდე მიიღებს.

თქვენი რეკლამა