ესტონურმა კომპანია No Bananas-მა დაამონტაჟა სავაჭრო ავტომატები გაციებული კენკრის სარეალიზაციოდ, ქვეყნის 100-ზე მეტ მაღაზიასა და ცენტრში. კომპანია 400 აპარატის ლატვიაში დამონტაჟებასაც გეგმავს.
ამის შესახებ HortiDaily წერს.
„ჩვენი ახალი სავაჭრო ავტომატი ძალიან ეფექტურია, საჭიროების შემთხვევაში მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე და არასდროს იღლება. მანქანა კენკრას +3 გრადუსზე ინახავს, რაც ხანგრძლივ შენახვის ვადას უზრუნველყოფს“, – ამბობს ანდრო კერონენი, No Bananas-ის მფლობელი.
მომხმარებელთა გამოხმაურება კენკრის ავტოამტების დანერგვაზე შესანიშნავი იყო,-დასძინა მან.
„ბევრი ადამიანი მზად არის ინოვაციისთვის. შეფუთვა იგივეა, რასაც ჩვენ ვიყენებთ სუპერმარკეტებისთვის, ფასები იგივე დარჩება, როგორც ჩვენს სხვა ლოკაციებში. მისი ყიდვა მართლაც მარტივია, მხოლოდ ბარათის გამოყენებით და ამასთან ავტომატი სწრაფად მუშაობს“, – განმარტა ბიზნესმენმა.
სავაჭრობო ავტომატებში კენკრის მარაგი დღეში მინიმუმ ერთხელ ივსება.