ეგვიპტე აგრძელებს ესპანეთის ბატატის ბაზარზე თავისი ჩართულობის გაფართოებას, სეზონური ექსპორტის მოცულობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.
ესპანეთის საგადასახადო სააგენტოს მიერ მოწოდებული Global Trade Tracker-ის მონაცემების თანახმად, 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის ივნისამდე ეგვიპტელმა ექსპორტიორებმა ესპანეთის ბაზარს 18 600 ტონა ტკბილი კარტოფილი მიაწოდეს, რომლის ღირებულებამ თითქმის 12.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც ახალი სეზონური რეკორდია.
ეს მოცულობა წინა სეზონის გადაზიდვებზე 3.9-ჯერ მეტია და 2022/23 წლების სეზონზე ექსპორტირებულ მოცულობაზე 18.2-ჯერ მეტი.
ეგვიპტური ბატატი ესპანეთში მთელი წლის განმავლობაში იგზავნება, ექსპორტის პიკი ზამთრის თვეებშია. ამრიგად, 2023/24 წლების სეზონზე ექსპორტის მაქსიმალური მოცულობა დეკემბერში, ხოლო 2024/25 წლების სეზონზე – თებერვალში განხორციელდა.
2023/24 წლების სეზონამდე ესპანეთის ტკბილი კარტოფილის მთავარი მიმწოდებელი პორტუგალია იყო. წამყვან ექსპორტიორებს შორის ასევე იყვნენ ნიდერლანდები და აშშ. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. 2023/24 წლების სეზონში ეგვიპტემ პირველად მოახერხა ექსპორტის მოცულობით კონკურენტების გადაჭარბება და ესპანეთში ტკბილი კარტოფილის წამყვანი მიმწოდებელი გახდა.
2024/25 წლების სეზონში კი ეგვიპტემ არა მხოლოდ გაიმეორა ეს წარმატება, არამედ ესპანური იმპორტის უმეტესი ნაწილიც (62.8%) მოიცვა. პორტუგალიის წილი 13.4% იყო. ჩინეთმა, რომელმაც ასევე მკვეთრად გაზარდა ექსპორტის მოცულობა, მესამე ადგილი დაიკავა, გაუსწრო რა ნიდერლანდებსა და აშშ-ს.
ესპანეთი ევროპაში ტკბილი კარტოფილის უმსხვილესი მწარმოებელია და ნიდერლანდების შემდეგ ევროკავშირში სიდიდით მეორე ექსპორტიორი. თუმცა, ბოლო წლებში, რადგან ესპანელი ფერმერები ვერ უწევენ კონკურენციას იაფ იმპორტს, მათ შორის ეგვიპტიდან, ამცირებენ ბატატის ფართობებს. შედეგად, ბატატის წარმოება და ექსპორტი მცირდება.
ამავდროულად, ჯანსაღი კვების ტენდენციიდან გამომდინარე, ბატატზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება, რაც იწვევს იმპორტის ზრდას. შესაბამისად, მიუხედავად წამყვანი წარმოებისა, ესპანეთი, მთელი წლის განმავლობაში მიწოდებისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად, ბატატის მზარდი იმპორტიორი ხდება.
წყარო: EastFruit

