აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები. ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის შესაძლებელი.
სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“, მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
რამდენიმე დღიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრად ეწვია ორგანიზაცია ,,Delphy International” -ის ექსპერტი – ადრიანუს სტრიფი (Adrianus Streef).
აქვე ავღნიშნავთ, რომ ეს ორგანიზაცია აერთიანებს 200-მდე მსოფლიო დონის ექსპერტს, სხვადასხვა მიმართულებით, იგი უწევს სამეცნიერო კონსულტაციას, ევროპისა და აზიის მოწინავე ფერმერულ მეურნეობებს.
ტრენინგები ეხება, მოცვის კულტურის მოვლა-მოყვანას, მოგეხსენებათ, რომ მოცვის კულტურა დღითი დღე აქტუალური ხდება საქართველოში და მოთხოვნა ამ კულტურაზე იზრდება მთელს მსოფლიოში. კურსი მოიცავს, მოცვის მოვლა-მოყვანის, როგორც თეორიულ (მცენარეთა დაცვის სქემა, მცენარის ძირითადი ელემენტების კვების ასპექტები, ბიოტური და აბიოტური ფაქტორები, მორწყვის რეჟიმი, ახალი ჯიშები და მათი უპირატესობანი), ასევე პრაქტიკულ მასტერ-კლასებს (გასხვლა, ფორმირება).
პროექტი გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და კარტლისის სპეციალისტებს ექნებათ საშუალება, მსოფლიო დონის ექსპერტთან ერთად გაიარონ მოცვის კულტურის აგროტექნიკური ღონისძიებები მთელი სეზონის განმავლობაში.
აღნიშნული პროექტი, მიზნად ისახავს კარტლისის მხრიდან ცოდნით, ახალი ტექნოლოგიებით, ინოვაციური მიდგომებით ქართველი ფერმერების თანადგომის პროგრამას, რათა მათი ფერმერული მეურნეობები იყოს უფრო მეტად წარმატებული ვიდრე დღეს არის.
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“ http://www.cartlis.ge/