Dell-ი ნოუთბუქებს ხორბლის ნამჯით ფუთავს

ნამჯა

ჩინეთში საკუთარი ნოუთბუქების შესაფუთად, კომპანია Dell-მა გადაწყვიტა გამოიყენოს ხორბლის ნამჯა, რომელსაც ადგილობრივი ფერმერები ხშირ შემთხვევაში უბრალოდ წვავენ.

2020 წლისთვის Dell-ი გეგმავს, აღარ გამოიყენოს შეფუთვისთვის ფენოპლასტი, პლასტმასი და ხის ქაღალდი.

ნოუთბუქებისთვის ხორბლის ნამჯის აღნიშნული შეფუთვა, რომელსაც “Npulp”-ს უწოდებენ, ტაივანურმა კომპანიამ YFY-მ შეიმუშავა, ეს კომპანია უკვე 5 წელია ნამჯისგან მუყაოს და ქაღალდს აწარმოებს.

„ჩინეთს ჰაერის დაბინძურების კუთხით სერიოზული პრობლემები აქვს, გარკვეული წილი ამ დაბინძურებაში, მინდვრებში ნამჯის დაწვასაც შეაქვს, ამ მასალას ჩვენ გამოვიყენებთ შეფუთვის დასამზადებლად და ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება“- -ამბობს Dell-ის ხელმძღვანელი ოლივერ კემბელი.

ნამჯა

კომპანია YFY-მ, უკვე ააშენა ქარხანა “Npulp”-ის საწარმოებლად.

შეფუთვა