დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, 2023 წლის 7-9 ნოემბერს ბორჯომში გაიმართება.
სამიტის მიზანია, ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკასთან გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიების მონაწილე მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკების წარმომადგენლები აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და კორეის რესპუბლიკიდან, შეეხებიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელები ეროვნულ პარკებში არსებული ტექნოლოგიები და სისტემები ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზები.
ღონისძიება ორგანიზებულია ფონდის Global Conservation მხარდაჭერით.
ღონისძიების თანადამფინანსებლები: კავკასიის ბუნების ფონდი, საქართველოს ბანკი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ზუკოვის ფონდი, (Succow Stiftung), USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, SABUKO.