![bordo_jiRaura_573527273837343737_839938463537309383757 ჯიღაურა](https://agrokavkaz.ge/wp-content/uploads/2015/03/bordo_jiRaura_573527273837343737_839938463537309383757.jpg)
საფრანგეთის ქალაქ ბორდოს მეღვინეობის სკოლის სტუდენტები, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის გაცნობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, 55 სტუდენტმა ჯიღაურას ბაზაზე გაშენებული ვენახისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთები დაათვალიერა.
სტუმრებმა ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებულია და ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულია ვაზის 437 ქართული და 350 უცხოური ჯიშის საკოლექციო ნარგაობა.
სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინის დაყენება და შეფასება ხდება, რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში დაბრუნება მოხდეს.