„ბარაქამ“ ქსელური მაღაზიის პირველი ფილიალი და ფერმერთა მომსახურების ცენტრი გახსნა კახეთში, ქ. ყვარელში.
აღნიშნული ნაბიჯით, კომპანია ფერმერებს უწყვეტ ზრუნვასა და მუდმივ უკუკავშირს სთავაზობს. კერძოდ, საუბარია, უმაღლესი ხარისხის სასუქებზე, სათესლე მასალებზე, მცენარეთა დაცვის საშუალებებსა თუ აგროტექნიკაზე, რომელიც მათ უხვმოსავლიანობას უზრუნველყოფს.
ყვარელში აგრომაღაზიის პირველი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, 20 მაისამდე მომხმარებლები პირველი შენაძენისას 25 – 150 ლარამდე ვაუჩერით დასაჩუქრდებიან, რომლითაც სასუქების, სათესლე მასალისა ან პესტიციდების შეძენას შეძლებენ. ამასთან აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს ადგილზე პროფესიონალი აგრო-კონსულტანტებით დაკომპლექტებული ჯგუფი გაუწევს კონსულტაციას.
„ბარაქა“ არის ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი, რომელიც უკვე 4 წელია სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებისთვის იღწვის. კომპანია ფერმერებს აგროსერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს და მათი მოსავლის ბარაქიანობაზე, დათესვიდან მოსავლის აღებამდე ზრუნავს. მეტიც, კომპანიის სერვისებით უკვე არაერთი მსხვილი, საშუალო თუ მცირე ფერმერი სარგებლობს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მალე „ბარაქას“ მაღაზიები საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გაიხსნება. უახლოეს პერიოდში კი, მარნეულსა და ზუგდიდში წარმოდგენილი იქნება უმაღლესი ხარისხის აგროპროდუქცია, რომლითაც კომპანიას ამერიკული, იაპონური და ევროპული ბრენდები ამარაგებენ.
რაც შეეხება პროდუქციის ეფექტიანობას, თითოეული მათგანი უკვე გამოცდილია საცდელ მეურნეობებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ხარისხი პრაქტიკულადაა დადასტურებული.
ბარაქას აგრომაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერების მისაღებად გვეწვიეთ აგრომაღაზიაში ან დაგვიკავშირდით:
ყვარელი – 571 433 433
მის. ქ. ყვარელი, ბურსას ხიდის მიმდებარედ.
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „ბარაქა“. https://www.facebook.com/Baraka.Georgia/
კომპანიის ვებ გვერდი: https://baraka.ge/