„ბარაქამ“ თავის ექსკლუზიურ საერთაშორისო პარტნიორ კომპანია Elixir Zorka-სთან ერთად სასუქების პრეზენტაცია მოაწყო

ზორკა. ბარაქა, სასუქი

კომპანია „ბარაქამ“, თავის ექსკლუზიურ საერთაშორისო პარტნიორ კომპანია Elixir Zorka-სთან ერთად, საგარეჯოში სასუქების პრეზენტაცია მოაწყო. შეხვედრას ხორბლის, მზესუმზირისა და სიმინდის ადგილობრივი მწარმოებლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ  ღია კარის დღე „ბარაქას“ მეგობარი ფერმერის მეურნეობაში შედგა, რომელიც აქტიურად იყენებს “ბარაქას” სასუქებს, სათესლე მასალებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებსა თუ  კონსულტაციებს. შედეგად, მისი მეურნეობა საკმაოდ უხვმოსავლიანია.

ზორკა. ბარაქა, სასუქი

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საველე შეხვედრაზე, რომელიც დააორგანიზა აგრო-კომპანია „ბარაქამ“, ჩვენმა ექსკლუზიურმა ბიზნეს-პარტნიორმა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა წარვუდგინოთ ჩვენი პორტფოლიო ქართველ ფერმერებს. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ჩვენი თანამშრომლობა კომპანია „ბარაქასთან“ კიდევ უფრო წარმატებული იქნება“,- განაცხადა კომპანია Elixir-ის პროდუქტ-მენეჯერმა მილოშ ბლაგოევიჩმა.

ზორკა. ბარაქა, სასუქი

„ბარაქას“ დირექტორის იოსებ მეფარიშვილის თქმით, საველე შეხვედრის ფარგლებში, ევროპულმა კომპანია Elixir-მა, სასუქების მიმართულებით ის ახალი ტექნოლოგიები და მიდგომები წარმოადგინა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მცენარის ზრდა-განვითარებისთვის.

„ჩვენ ვიმყოფებით საგარეჯოში, ერთ-ერთი წარმატებული ფერმერის მეურნეობაში, რომელიც ძალიან აქტიურად იყენებს კომპანია „ბარაქას“ კონსულტაციებს, სათესლე მასალას, მცენარეთა დაცვის საშუალებებსა და სასუქებს. მას აქვს ძალიან კარგი შედეგები. ჩვენ ამ მეურნეობის ფარგლებში მოვაწყეთ ღია კარის დღე, სადაც მოწვეულები იყვნენ სიმინდის, ხორბლისა და მზესუმზირის მწარმოებელი  ფერმერები. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში მოწვეული იყო ევროპიდან ჩვენი პარტნიორი, საერთაშორისო კომპანია Elixir-ი, რომელთაც წარმოადგინეს ახალი ტექნოლოგიები და სასუქების მიმართულებით ის თანამედროვე მიდგომები, რომელიც მნიშვნელოვანია მცენარის ზრდა -განვითარებისთვის, ასევე, წარმატების მიღწევისთვის.

საბოლოო ჯამში, ფერმერები ძალიან კმაყოფილები არიან, რადგან მიიღეს ახალი ინფორმაციები, ცოდნა და გამოცდილება ევროპიდან. შესაბამისად, მომავალში ეს უზრუნველყოფს მათ უხვ და ბარაქიან მოსავალს“,- განაცხადა იოსებ მეფარიშვილმა.