ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა და 10 808 ტონას მიაღწია.
21 %-ით გაიზარდა შემოსავალიც, რომელმაც 2024 წლის 1 მაისი – 14 ივლისის მონაცემებით, 12 მლნ 200 ათასს გადააჭარბა.
5%-ით გაზრდილია ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ფასიც, რომელიც ამ დროისთვის 1.13 აშშ დოლარია.
ბოლო 10 წელიწადში, ატმის და ვაშლატამას ექსპორტმა 165 ათას ტონას გადააჭარბა; ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა კი 150 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
იხილეთ აგრეთვე: ატმის დარგვა, ბაღის გაშენება და რამდენიმე ჯიში