2016 წელს აშშ-ში, ჭარბი რძის რაოდენობამ 162.8 მლნ. ლიტრს მიაღწია. რძე რომლის რეალიზაციაც ბაზრის გაჯერებისა და დაბალი ფასების გამო ვერ მოხერხდა, ფერმერებმა პირდაპირ მინდვრებში გადაღვარეს.
ჭარბი რძის რაოდენობა უკანასკნელი 16 წლის მანძილზე ყველაზე მაღალია, იტყობინება The Wall Street Journal აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„ყველა-მინესოტადან ახალ ინგლისამდე ზედმეტ რძეს იშორებს“-განაცხადა მიჩიგანის შტატის რძის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კენ ნობისმა. მისი თქმით 2 წლის წინ ბაზარზე რძის ნაკლებობა იყო, შესაბამისად ფერმერებმა წარმოება გაზარდეს, რამაც გამოიწვია ჭარბწარმოება, საქმე იქამდე მივიდა, რომ ბევრ ფერმერს დაბალი ფასების გამო, რძის გადამამუშავებელ საწარმომდე მიტანას მისი გადაღვარა ურჩევნია.
სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს მარკეტინგული კომპანია Dairy Management, რომელიც 43 000 ფერმერთან თანამშრომლობს. მხოლოდ გასულ წელს, კომპანიამ ახალი მენიუს ფორმირებისთვის, რამოდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა რესტორნების 10-ზე მეტ ქსელში, რომელთა შორისაა McDonald’s, Yum Brands, Taco Bell და Domino’s Pizza.
ასე მაგალითად McDonald’s-მა, საკუთარ 15 000 რესტორანში, საუზმის მომზადებისთვის მარგარინი კარაქით ჩაანაცვლა.
2015 წელს აშშ-ში, ჭარბი რძის რაოდენობამ 113.6 მლნ. ლიტრი შეადგინა.