ამერიკელი ტურისტები ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ

ჯიღაურა

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურისტთა ჯგუფი, ღვინის ტურის ფარგლებში, ჯიღაურაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ექსპერიმენტულ ბაზას ესტუმრა.

ტურისტებმა ჯიღაურას ბაზაზე გაშენებული ვენახისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთები დაათვალიერეს, ქართული მეღვინეობის ისტორიას გაეცნენ და იშვიათი ჯიშების ყურძენი დააგემოვნეს.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებულია და ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულია ვაზის 450-მდე ქართული და 350 უცხოური ჯიშის საკოლექციო ნარგაობა.

ჯიღაურა

სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ასევე ხდება იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინის დაყენება და შეფასება, რათა საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში დაბრუნება მოხდეს.

ჯიღაურა

ბაღების დაფინანსება

Be the first to comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.