240 000 ევრო – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის

ლაგოდეხი

კავკასიის ბუნების ფონდსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც კავკასიის ბუნების ფონდი 240 000 ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს.

კავკასიის ბუნების ფონდი ვალდებულებას იღებს დაფაროს ყველა ის საოპერაციო ხარჯი, რომელიც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის 2017 -2019 წლების მანძილზე განხორციელდება, კერძოდ: სახელფასო დანამატების გაცემა, ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და აღდგენა, მიმდინარე ხარჯების თანადაფინანსება, აღჭურვილობისა და ავტოპარკის განახლება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი.

ხეშეკრულებას ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ კვანტალიანმა და და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯეფ ჯაკომინმა მოაწერეს.

კავკასიის ბუნების ფონდი წლების მანძილზე თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე თანამშრომლების მუშაობის მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებაში.

კავკასიის ბუნების ფონდსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის ეს უკვე მესამე გაფორმებული ხელშეკრულებაა, ასევე 2011 და 2014 წლებშიც გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულებები, რომლებიც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების განვითარებას ითვალისწინებდა.

თქვენი რეკლამა